დავით სონღულაშვილი: ფერმერთა რეესტრი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რასაც ვიწყებთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემებზე დაყრდნობით იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული

დავით სონღულაშვილი: ფერმერთა რეესტრი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რასაც ვიწყებთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემებზე დაყრდნობით იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული

იმედი|imedinews.ge

ფერმერთა რეესტრი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რასაც ვიწყებთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემებზე დაყრდნობით იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მონაცემების შეგროვება შედარებით ჭირს.

“ზუსტად ამიტომ, ფერმერთა რეესტრი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ სწორად ვუყუროთ იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება ამა თუ იმ დარგში არსებობდეს და მეორე, ეს არის შესაძლებლობა ფერმერებისთვის თუ როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო დაეხმაროს ფერმერს რიგი საკითხების მოწესრიგებაში”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია