
დავით სონღულაშვილი: ახალ პროგრამაში ახალი მიმართულებები გამოიკვეთა და ეს არის აკვაკულტურა და მარიკულტურა, რაც მნიშვნელოვანია
იმედი|imedinews.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალ პროგრამაში ახალი მიმართულებები გამოიკვეთა.
„ახალ პროგრამაში ახალი მიმართულებები გამოიკვეთა მხარდაჭერის კუთხით და ეს არის აკვაკულტურა და მარიკულტურა, რაც მნიშვნელოვანია. მაგრამ, არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც ამხელა რესურსი გვაქვს წყლის და ასევე გვაქვს ზღვა, პროდუქციის 85% იყოს იმპორტი, როცა თავისუფლად შეგვიძლია, ეს ვაქციოთ ერთ-ერთ საექსპორტო პროდუქტად. ასეთი მნიშვნელოვანი სიახლეები გამოიკვეთა ამ პროგრამაში და ესეც გამოარჩევს ამ პროგრამას“, - განაცხადა მინისტრმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge