ლევან სილაგავა: კარგი იქნება, რომ როგორც საბჭოების მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად იყოს პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა

ლევან სილაგავა: კარგი იქნება, რომ როგორც საბჭოების მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად იყოს პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა

იმედი|imedinews.ge

კარგი იქნება, რომ როგორც საბჭოების მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად იყოს პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, წინა პერიოდის გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესებთან, როგორც ასოციაციებთან, ნაკლებად იყო.

“თუ გადავხედავთ წინა პერიოდს, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესებთან, როგორც ასოციაციებთან, ნაკლებად იყო, ახლა ბოლოს იყო მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრა. ეს [პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა] საკმაოდ მაღალ დონეზე წევს პრობლემების წამოწევას და მისი გადაჭრის საკითხს, მათ შორის მინისტრების ჩართულობით, ეს საკმაოდ ეფექტურია ჩემი აზრით. მინდა, რომ მთლიანად შეიკრას ეს მიმართულება. კარგი იქნება, რომ მაგალითად, როგორც საბჭოების მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად იყოს პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა”, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, დარგობრივი საბჭოების ფარგლებში დეტალურად განიხილება ყველა გამოწვევა, როგორც მცირე, ისე უფრო ფართომასშტაბიანი საკითხები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია