
ბექა გონაშვილი: სადღაც კომბაინი არ არის და მოსავალს ვერ ვიღებთ, ეს არ არის მინისტრის საქმე, მინისტრის პრობლემა. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს ერთი ყველაზე დიდი ანალიტიკური სერვისების მიმწოდებელი ცენტრი
სადღაც კომბაინი არ არის და მოსავალს ვერ ვიღებთ, ეს არ არის მინისტრის საქმე, მინისტრის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ფერმერმა და ბიზნესმენმა ბექა გონაშვილმა.
ბექა გონაშვილის აზრით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს ანალიტიკური სერვისების მიმწოდებელი ერთი ყველაზე დიდი ცენტრი.
„აქ საუბარი იყო ანალიტიკაზე. ადრეც არაერთხელ მითქვამს, ახლაც და მომავალშიც ვიტყვი, რომ სადღაც კომბაინი არ არის და მოსავალს ვერ ვიღებთ, ეს არ არის მინისტრის საქმე, მინისტრის პრობლემა. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს ანალიტიკური სერვისების მიმწოდებელი ერთი ყველაზე დიდი ცენტრი. მე, როგორც ფერმერს, შემეძლება შევიდე და ვნახო, რა ხდება ქვეყანაში, ჩვენს გარშემო და ა.შ.
სამინისტროს ზუსტად ეგ აქვს პირველი გასაკეთებელი, რომ სწორად ჰქონდეს რაღაც ინფორმაცია ჩემთვის ხელმისაწვდომ, გასაგებ ენაზე. ინგლისური ვიცი, გუგლით რაღაცას ვეძებ და ვპოულობ, მაგრამ ამას 99% რომ ვერ აკეთებს, პრობლემა მანდ არის“, - აღნიშნა მან.
აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა
იმედი
წყარო: imedinews.ge