მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
კულტურის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას

იმედი|imedinews.ge

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.

რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.

შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ამოცანა გამტარუნარიანობის გაორმაგებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ამოცანა გამტარუნარიანობის გაორმაგებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რატომ არ ასახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს არჩევნების შედეგები ოფიციალურ ვებგვერდზე - თბილისის ორი ნოტა ბერლინს და სადეპუტატო კითხვა საგარეო უწყებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ არ ასახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს არჩევნების შედეგები ოფიციალურ ვებგვერდზე - თბილისის ორი ნოტა ბერლინს და სადეპუტატო კითხვა საგარეო უწყებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: როდესაც იგრძნობს, რომ ბუნკერიდან გამოსვლა შეუძლია, ნეთანიაჰუ შეეცდება მოგყიდოთ იდეა, თითქოს ირანის კამპანია წარმატებული იყო - ეს იქნება სრული სიცრუე

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: როდესაც იგრძნობს, რომ ბუნკერიდან გამოსვლა შეუძლია, ნეთანიაჰუ შეეცდება მოგყიდოთ იდეა, თითქოს ირანის კამპანია წარმატებული იყო - ეს იქნება სრული სიცრუე

იმედი

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

იმედი