
ტოკიოში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოები აღმოაჩინეს
ტოკიოში The Beatles-ის 102 აქამდე უცნობი ფოტო აღმოაჩინეს, რომლებიც 1966 წლის ზაფხულში, ჯგუფის იაპონიაში ყოფნის დროსაა გადაღებული.
ადგილობრივი გამოცემა Yomiuri Shimbun-ს ცნობით, შავ-თეთრი ნეგატივები ტოკიოს სპორტული დარბაზის, „ნიპონ ბუდოკანის“ არქივში იპოვეს, სადაც ჯგუფმა ერთი კონცერტი გამართა. The Beatles-ის შოუ ამ მოედანზე გამართული პირველი მუსიკალური გამოსვლა გახდა - მანამდე დარბაზი მხოლოდ იაპონური საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებისთვის გამოიყენებოდა.
ერთ-ერთ ფოტოზე ჯონ ლენონი ტრადიციულ იაპონურ თილისმასთან, „ფუკუსუკესთან“ პოზირებს, რომელსაც იღბალი და სიმდიდრე მოაქვს. მოგვიანებით ეს თილისმა ჯგუფის მერვე ალბომის, Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ის გარეკანზე გამოჩნდება, რომელიც ჯგუფის იაპონური გასტროლებიდან ერთი წლის შემდეგ გამოიცა.
იმედი
წყარო: imedinews.ge