
ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა
ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა.
ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამუზეუმო კოლექციების დაცვა-შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატკონტროლის სისტემით აღიჭურვა.
"სასიხარულოა, რომ დასრულდა ეროვნული გალერეის ტექნიკური აღჭურვა. გამოწვევები სრულად დაძლეულია. ჩვენი მიზანია, გვქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, რათა ეროვნული საგანძური სათანადოდ იყოს დაცული. კულტურის სამინისტრო მზად არის, ყოველთვის იყოს იმ პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც ჩვენს საგანძურზე ზრუნვას ემსახურება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge