მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას „დრუჟბას“ აღდგენამდე მხარს არ დაუჭერს
ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას „დრუჟბას“ აღდგენამდე მხარს არ დაუჭერს

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას „დრუჟბას“ აღდგენამდე მხარს არ დაუჭერს

იმედი|imedinews.ge

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას მანამ არ განბლოკავს, სანამ ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას არ განაახლებს. შესაბამისი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

„უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მას შემდეგ, რაც მივიღებთ ჩვენს ნავთობს, რომელსაც უკრაინა ბლოკავს. ჩვენ ველოდებით ნავთობს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ზღაპარია. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ფაქტების გვჯერა. ნავთობი უნდა შემოვიდეს უნგრეთში... მანამდე ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს პროუკრაინულ ვერცერთ წინადადებას“, - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთს პრემიერმა მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ შეცვლის პოზიციას ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე - ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება აღდგება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში დაჰპირდა მათ, რომ ტრანზიტი დაახლოებით 1,5 თვეში აღდგებოდა. 18 მარტს ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფს უკრაინაში ნავთობსადენის დაზიანების ადგილის მონახულება სურდა, თუმცა უკრაინამ ისინი უსაფრთხოების მოტივით ჯერჯერობით ობიექტზე არ დაუშვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი

ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი

იმედი

ირანში აცხადებენ, რომ მის ენერგოობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სრულად გაანადგურებენ

ირანში აცხადებენ, რომ მის ენერგოობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სრულად გაანადგურებენ

იმედი

უზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა

უზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა

იმედი

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

იმედი