
ვიქტორ ორბანი: გამოღვიძების დროა! იაფი რუსული ენერგიის გარეშე ევროპა ნავთობის კრიზისს ვერ დაძლევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა აღიაროს, რომ იაფი რუსული ენერგიის გარეშე არსებული სანავთობო კრიზისის დაძლევა შეუძლებელია.
ორბანის თქმით, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში მათ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის ანგარიში მოისმინე, რომლის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ ვითარება გაცილებით რთულია.
„ჩვენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის და ევროჯგუფის პრეზიდენტის ანგარიში მოვისმინეთ. სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე წარმოგვედგინა. სულ რაღაც ორ დღეში გლობალურად ენერგეტიკული სიტუაცია წარმოუდგენელ დონემდე გაუარესდა. დღევანდელი სიტუაცია შემდეგნაირია: ევროკავშირი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს არც ამერიკელებთან, არც რუსებთან და არც ჩინელებთან. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ იზოლაციას ვერ გავარღვევთ, რომელშიც ევროკავშირის მცდარი პოლიტიკის გამო აღმოვჩნდით, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება. ამ ტიპის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევა სხვებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია“, - თქვა ორბანმა.
⚠️ It’s time to wake up! Without cheap Russian energy, Europe cannot manage the oil crisis. pic.twitter.com/u9H5XeAJ3G — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 20, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge