
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა
იმედი|imedinews.ge
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსული გემი, რომელიც ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.
„დღეს დილით ხმელთაშუა ზღვაში ფრანგულმა ფლოტმა დააკავა და აბორდაჟით აიღო „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი „დეინა“, - დაწერა მაკრონმა.
მისი თქმით, აღნიშნული გემი, როგორც მრავალი სხვა ტანკერი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით და ნაოსნობის წესების დარღვევით ფულს აკეთებდა და ამით რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს ავსებდა.
We remain resolute. This morning in the Mediterranean, the French Navy intercepted and boarded another vessel from the shadow fleet, the Deyna. The war involving Iran will not deflect France from its support for Ukraine, where Russia’s war of aggression continues unabated.… pic.twitter.com/SYCPKblacb — Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) March 20, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge