ტრამპი მაკრონზე: ის ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას

ტრამპი მაკრონზე: ის ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ფრანგი კოლეგა მკაცრად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა უარი განაცხადა იმ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. აღნიშნული სრუტე ირანმა, ფაქტობრივად, ჩაკეტილად გამოაცხადა.

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს.

„ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მხარე, შესაბამისად, არსებულ კონტექსტში საფრანგეთი არასოდეს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნის ან გათავისუფლების ოპერაციებში“, - აღნიშნა მაკრონმა.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც ტრამპს მაკრონის ამ განცხადების შეფასება სთხოვეს, მან პასუხად აღნიშნა:

„ის ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას. ასე რომ, ვნახოთ. არ ვიცი“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია