ზელენსკი: ვფიქრობთ, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს, ხოლო აშშ-ში ამბობენ, რომ პუტინს ომის დასრულება უნდა

ზელენსკი: ვფიქრობთ, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს, ხოლო აშშ-ში ამბობენ, რომ პუტინს ომის დასრულება უნდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომის დასრულების სურვილს არ ავლენს, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საბრძოლო მოქმედებების დასრულება სურს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნამდვილ სურვილს დაასრულოს ომი და ამ პოზიციას პარტნიორებს ვუზიარებთ. შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. ჩვენი ხედვები ამ მხრივ მკვეთრად განსხვავდება“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.

მისი განცხადებით, ხედვების განსხვავება პრობლემას არ წარმოადგენს და სავსებით ნორმალურია.

„თუმცა, მეორე მხრივ, როცა ჩვენ ომის დასრულება, აღნიშნული პროცესის დაჩქარება გვსურს, რუსეთზე ზეწოლის საკითხს ვაყენებთ. ვიცით, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს. ჩვენ მოვუწოდებთ დამატებითი ზეწოლისკენ, რათა ვაიძულოთ ის, რომ მას ეს მოუნდეს. მაგრამ აშშ-ში ფიქრობენ, რომ მას მისი დასრულება სურს და რა საჭიროა დამატებითი ზეწოლის განხორციელება, თუ რუსეთიც მშვიდობისთვის მზაობას გამოხატავს?“, - დასძინა ზელენსკიმ.

We do not see any genuine desire from Russia to end the war, and we share this view with our partners. The United States believes that Putin wants the war to end. Our views here are completely different. On one hand, that’s not a problem – it’s normal for opinions to differ. But… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 26, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია