Sky News: ტრამპი არ უარყოფს ცნობებს, რომ აშშ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას განიხილავს

Sky News: ტრამპი არ უარყოფს ცნობებს, რომ აშშ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას განიხილავს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას ვაშინგტონის გეგმების შესახებ, რაც უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო რესურსების ახლო აღმოსავლეთში გადასროლას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ტრამპმა არ უარყო გავრცელებული ინფორმაცია რესურსების გადამისამართების შესახებ. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება არის ის, რასაც აშშ „მუდმივად აკეთებს“.

ხაზგასასმელია, რომ აშშ უკრაინას პირდაპირ დახმარებას აღარ უწევს. ამის ნაცვლად, ვაშინგტონი იარაღს მიჰყიდის ნატოს, რომელიც შემდეგ ამ შეიარაღებას უკრაინას PURL (პარტნიორობა უკრაინის მდგრადი ლოგისტიკისთვის) ინიციატივის ფარგლებში გადასცემს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია