
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ
იმედი|imedinews.ge
„დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
ჯგუფმა მოითხოვა „მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაუყოვნებლივი შეწყვეტა“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე შეხვედრის მეორე დღეს გამოქვეყნდა.
შეიარაღებული კონფლიქტების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ სამიზნეში ამოღებას, ისევე როგორც დიპლომატიურ ობიექტებზე თავდასხმებს, გამართლება არ აქვს.
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ იმსჯელეს ომის გლობალურ ეკონომიკურ გავლენაზე, მათ შორის ენერგეტიკის, სასუქებისა და კომერციული მიწოდების ჯაჭვებზე.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge