
რუბიოს განცხადებით, აშშ ირანისგან ომის დასასრულებლად წარდგენილ წინადადებაზე პასუხს „ნებისმიერ წუთს“ ელოდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია ირანის პასუხი 15-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდაზე დადო. მისივე თქმით, პასუხი შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოვიდეს.
„ჩვენ ის ჯერ არ მიგვიღია“, - განუცხადა რუბიომ CNN-ს. „მისმინეთ, ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს. გვქონდა შეტყობინებების გაცვლა და გარკვეული ნიშნები ირანის სისტემისგან - რაც კი მისგან დარჩა - იმის შესახებ, რომ არსებობს მზაობა გარკვეულ საკითხებზე სასაუბროდ“.
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ელოდება დაზუსტებას იმის შესახებ, თუ ვინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანის მხრიდან მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა ირანის რეჟიმის მრავალი ლიდერის სიკვდილი გამოიწვია.
„კონკრეტულად ვის უნდა ველაპარაკოთ? რაზე ვისაუბრებთ და როდის? როდის შედგება ეს საუბარი?“ - განაცხადა რუბიომ.
იმედი
წყარო: imedinews.ge