ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო ჩავიდა

ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო ჩავიდა

იმედი|imedinews.ge

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ ახლო აღმოსავლეთში 3 500 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჩავიდა. სამხედროები რეგიონში სადესანტო გემით, USS Tripoli-თ გადასვეს, რომლის ბორტზე ასევე იმყოფება სატრანსპორტო და სამხედრო ავიაცია, ასევე სადესანტო ტექნიკა.

ამასთან, Washington Post-ი წერს, რომ პენტაგონი ირანში რამდენიმეკვირიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ნაწილების წერტილოვან იერიშებსა და რეიდებს ითვალისწინებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია