ვიქტორ ორბანი: უნგრეთს სჭირდება გამოცდილება და უსაფრთხოება

ვიქტორ ორბანი: უნგრეთს სჭირდება გამოცდილება და უსაფრთხოება

იმედი|imedinews.ge

უნგრეთს სჭირდება გამოცდილება და უსაფრთხოება - ეს განცხადება ვიქტორ ორბანმა ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით, ქალაქ დიოეში გამართულ საარჩევნო მიტინგზე გააკეთა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში ქვეყანა სწორედ ამას მიიღებს. მომხრეებისადმი მიმართვისას ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, უკრაინაში ომითაა გამოწვეული.

„უნგრეთს ჰქონდა პრობლემები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიქმნია, სირთულეები, რომლებიც ჩვენ არ გამოგვიწვევია. უგნრეთს უწევდა ქვეყნის გარეთ არსებულ კრიზისებთან გამკლავება. 2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. მას შემდეგ ჩვენ ომის წნეხის ქვეშ გვიწევდა მუშაობა, ომი კი ანელებს ეკონომიკას, ხელს უშლის განვითარებას. რომ არა ომი, უნგრეთს მეტი პროგრესი ექნებოდა. ახლა მთავარი ისაა, თუ რა სჭირდება ქვეყანას. ჩვენ არ გვჭირდება თავგადასავლები, ექსპერიმენტები ან ახალგაზრდული ამბიციები. ქვეყანას სჭირდება გამოცდილება და უსაფრთხოება“, - განაცხადა ორბანმა.

საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილს გაიმართება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია