
ევროპაში 12 ტონა შოკოლადი მოიპარეს🍫
უცნობმა პირებმა ევროპაში 12 ტონა KitKat-ის შოკოლადით დატვირთული სატვირთო მანქანა გაიტაცეს.
კომპანია Nestle-ში, რომელიც ამ ბრენდს ფლობს, განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანა, რომელსაც KitKat-ის ახალი ხაზის 413,793 ბატონი გადაჰქონდა, გასულ კვირას იტალიიდან პოლონეთისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. ავტომობილისა და შოკოლადის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
Nestlé-ში მომხდარს ირონიით გამოეხმაურნენ და ბრენდის სარეკლამო სლოგანი გააშარჟეს: „ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ადამიანებს, შეესვენათ და მიერთვათ KitKat-ი, მაგრამ, როგორც ჩანს, ქურდებმა ეს ზედმეტად სიტყვასიტყვით გაიგეს“.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მოპარული პარტიის არაოფიციალურად გაყიდვა მთელ ევროპაში შეიძლება დაიწყონ. ასეთ შემთხვევაში, მწარმოებელი შეძლებს მოპარული შოკოლადების მიკვლევას შეფუთვაზე არსებული უნიკალური კოდის წყალობით. Nestle-ში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტვირთების მსგავსი ქურდობები მთელ ევროპაში სულ უფრო ხშირდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge