მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობს - „მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“
ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობს - „მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“

ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობს - „მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-სა და ირანს შორის რამდენიმე საერთო ინტერესი არსებობს.

„მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ორშაბათს ფლორიდაში.

მან ასევე დასძინა, რომ იმედოვნებს, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება. კითხვაზე, თუ ვინ გააკონტროლებს სრუტეს, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა მე“, და იქვე დასძინა, რომ ირანის ახალი ლიდერიც მიიღებს მონაწილეობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გლობალური სავაჭრო გზის კონტროლში.

ტრამპის თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს რეჟიმის შეცვლას და აღნიშნა, თუ რამდენი ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული. „რეჟიმის ცვლილება ავტომატურად ხდება, თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც მეტად გონიერები და მყარი პოზიციის მქონენი მეჩვენებიან. შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ზუსტად ის აღმოჩნდეს, ვისაც ვეძებთ. შეხედეთ ვენესუელას, რა კარგად მიდის იქ საქმე“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები არ მოიცავს ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის. „არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა“, - თქვა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა იზრდება - რას აჩვენებს იანვარ-თებერვალში ექსპორტის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა იზრდება - რას აჩვენებს იანვარ-თებერვალში ექსპორტის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„ერთად უკეთესი მომავლისთვის“- მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული გლობალური სამიტი და საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი - თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატებში გაემგზავრა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სუვერენიტეტის და მშვიდობის მნიშვნელობა - საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში. „ქრონიკა“ ბუდაპეშტიდან

სუვერენიტეტის და მშვიდობის მნიშვნელობა - საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში. „ქრონიკა“ ბუდაპეშტიდან

იმედი

ილია მეორის ეპოქა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აფასებენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ილია მეორის ეპოქა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აფასებენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი