მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავა

მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩავა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 27 მარტს საფრანგეთში ჩავა, რათა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში რუბიო პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და მათთან უსაფრთხოების საერთო პრობლემებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რუბიოს მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება რუსეთ-უკრაინის ომი, ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხე მსოფლიოში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია