მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება
მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება

მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი წესები, რათა ქვეყნების ახალი ტალღის გაწევრიანება გახდეს შესაძლებელი, - განაცხადა სამშაბათს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.

მან მოუწოდა ევროკავშირის დედაქალაქებს, წარმოადგინონ საკუთარი გეგმები მას შემდეგ, რაც მათ უარყვეს კომისიის წინადადებები პროცესის გამარტივების შესახებ.

მართა კოსმა POLITICO-ს „კონკურენტუნარიანი ევროპის სამიტზე“ გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ წევრ ქვეყნებს უკვე წარუდგინა სამი ვარიანტი და „წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ“.

ეს სამი ვარიანტი მოიცავს: არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას; მოქმედი სისტემის შეცვლას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატი ქვეყნები წლობით არ დარჩნენ გაურკვევლობაში; ან „უკუგაფართოების“ წინადადებას, რომელიც წამოაყენეს კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მისმა გუნდმა, რაც გულისხმობს აპლიკანტი ქვეყნების გაწევრიანებას საკვანძო რეფორმების დასრულებამდე.

„წევრ სახელმწიფოებთან პირველივე აზრთა გაცვლა-გამოცვლისას [ნათელი გახდა], რომ მესამე ვარიანტი მიუღებელია... ეს ნამდვილი რევოლუცია იქნებოდა“, - განაცხადა კოსმა ინტერვიუში და დასძინა, რომ „არც პირველი ვარიანტი, სტატუს-კვოს შენარჩუნება, განიხილება გამოსავლად“.

მან დასძინა, რომ უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება. ამის საპირისპიროდ, ისლანდია შეიძლება იყოს „სპეციფიკური შემთხვევა“ და პროცესი „მართლაც სწრაფად წარიმართოს“, თუ ამ ზაფხულს დაგეგმილ რეფერენდუმზე, ამომრჩევლები მოლაპარაკებების განახლებას დაუჭერენ მხარს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პირველი ლედი შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის უშუალო მიწვევით ვაშინგტონშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს პირველი ლედი შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის უშუალო მიწვევით ვაშინგტონშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ატარებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ატარებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

კიოლნი-თბილისი-კიოლნი - ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ ორი ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიოლნი-თბილისი-კიოლნი - ავიაკომპანია „ეუროვინგსი“ ორი ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მარტა კოსი: თუ აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს

მარტა კოსი: თუ აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს

იმედი