„ცაჰალის“ განცხადებით, ისრაელმა თეირანში ფრთოსანი რაკეტების ორი საწარმო გაანადგურა

„ცაჰალის“ განცხადებით, ისრაელმა თეირანში ფრთოსანი რაკეტების ორი საწარმო გაანადგურა

იმედი|imedinews.ge

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უკანასკნელ დღეებში ირანის დედაქალაქ თეირანში სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის განკუთვნილი ფრთოსანი რაკეტების ორი საწარმო გაანადგურა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

„მიზანში ამოღებული ობიექტები ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და მათ ირანული რეჟიმი შორი მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების შემუშავებისა და შექმნისთვის იყენებდა. რაკეტებს შეეძლოთ ზღვასა და ხმელეთზე სამიზნეების სწრაფი განადგურება“, - აღნიშნავს „ცაჰალი“.

აღნიშნული ობიექტების დაბომბვამ ირანის სარაკეტო კომპლექსს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რაც ირანული რეჟიმის სამხედრო მრეწველობის განადგურების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, დასძინეს „ცაჰალში“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია