
POLITICO: მეფე ჩარლზ მესამე აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით აპრილში ჩავა, ხოლო ტრამპი კირ სტარმერზე ზეწოლას განაგრძობს
გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე პირველი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში აპრილში ჩავა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელი მონარქი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესს სიტყვით მიმართავს. ეს იქნება პირველი მიმართვა 1991 წლის შემდეგ. მაშინ ამერიკელ კონგრესმენებს ჩარლზ მესამის დედამ, დედოფალმა ელიზაბეტმა მიმართა.
როგორც POLITICO აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გასული წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში ვიზიტით იყო ჩასული, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი ჩავიდა ლონდონში და ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა.
მეფე ჩარლზ მესამის ვიზიტის მიუხედავად ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე, კირ სტარმერზე ზეწოლას განაგრძობს იმის გამო, რომ მან ამერიკისა და ისრაელის სამხედრო კამპანიას ირანის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა.
სტარმერი ომისგან დისტანცირდა და აღნიშნა: „ეს ჩვენი ომი არ არის და ჩვენ ამ ომში არ ჩავერთვებით“, - დასძინა სტატიის ავტორმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge