The Guardian: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა

The Guardian: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ირლანდიის უმსხვილესი საწარმო ალუმინის ნედლეულის მიწოდების იმ ჯაჭვში შედის, რომელიც საბოლოოდ რუსულ სამხედრო წარმოებას კვებავს.

დასავლელი ჟურნალისტების გამოძიებით ირკვევა, რომ 2024 წელს ირლანდიურმა საწარმომ რუსეთში 400 მილიონი დოლარის ალუმინის ზეჟანგი გააგზავნა, ნედლეული კი ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფმა 40-ზე მეტმა რუსულმა კომპანიამ მიიღო. კერძოდ, იმ კომპანიებმა, რომლებმაც უკრაინის ომში გამოსაყენებლად რაკეტები, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა აწარმოა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია