დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა

დონალდ ტრამპი: ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, აშშ განიხილავს ამ საკითხს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის და თავისუფალ ნაოსნობას აღადგენს.

„ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, რომელიც მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ნაკლებად რადიკალური და ბევრად ჭკვიანია, ახლახან მიმართა შეერთებულ შტატებს თხოვნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ! ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა. მანამდე ირანის განადგურებას გავაგრძელებთ, ან, როგორც ამბობენ, ქვის ხანაში დავაბრუნებთ!!!“, - დაწერა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია