
დონალდ ტუსკი: ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება - ყველაფერი ეს პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს
იმედი|imedinews.ge
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება და მრავალი სხვა ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს.
„ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, უკრაინის დახმარების შეჩერება და უნგრეთის მიერ კიევისთვის კრედიტის გამოყოფის დაბლოკვა - ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს“, - დაწერა ტუსკმა.
The threat of NATO’s break-up, easing sanctions on Russia, a massive energy crisis in Europe, halting aid for Ukraine and blocking the loan for Kyiv by Orbán - it all looks like Putin’s dream plan. — Donald Tusk (@donaldtusk) April 2, 2026
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge