
AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.
ირანი ასევე ეძებს ეკიპაჟის ორ წევრს და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებს ძებნაში ჩართვა სთხოვა.
წყაროების ცნობით, F-15 ტიპის გამანადგურებლის ეკიპაჟის ორმა წევრმა, ირანული მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად თვითმფრინავის დაზიანების შემდეგ, კატაპულტირება უსაფრთხოდ მოასწრო.
აშშ-ის სპეცრაზმმა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იპოვა ირანის ტერიტორიაზე.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge