
აბას არაღჩი: პაკისტანის ძალისხმევის მადლიერები ვართ და ისლამაბადში ჩასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს
იმედი|imedinews.ge
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებაზე უარი უარყო და განაცხადა, რომ მზადაა პაკისტანში შეხვედრისთვის.
„ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაჩენს. ჩვენ პაკისტანის ძალისხმევის მადლიერები ვართ და ისლამაბადში ჩასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენზე თავსმოხვეული ამ უკანონო ომის საბოლოო და ხანგრძლივი დასრულების პირობებია“, - წერს არაღჩი.
აბას არაღჩი, The Wallstreet Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც ეწერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გამოცემის ინფორმაციით, თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ისლამაბადში უახლოეს დღეებში ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად არ არის.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge