
რობერტ ფიცომ ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა
რობერტ ფიცომ ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. სლოვაკეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ევროკავშირის ცალკეულ წევრებს გაზისა და ნავთობის მარაგების შევსების საშუალებას მისცემს. ფიცო ასევე წერს, რომ აუცილებელია გაუქმდეს სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს.
„მე მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ მოვუწოდებ. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. ევროკავშირმა და განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია, გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება, სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად, - წერს ფიცო
იმედი
წყარო: imedinews.ge