
ორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა
იმედი|imedinews.ge
ვიქტორ ორბანი სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქების მცდელობის შესახებ აცხადებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ინფორმაცია მას სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელეფონო საუბრისას მიაწოდა.
„ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან. სერბეთის სამართალდამცავებმა კრიტიკულ გაზის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სერბეთსა და უნგრეთს აკავშირებს, გამანადგურებელი ასაფეთქებელი ნივთიერებები და გასააქტიურებლად საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება. დღეს ნაშუადღევს თავდაცვის საგანგებო საბჭო მოვიწვიე“, - წერს ორბანი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge