მედია ირანში ამერიკელი მფრინავის გადარჩენის ოპერაციის დეტალების შესახებ წერს

მედია ირანში ამერიკელი მფრინავის გადარჩენის ოპერაციის დეტალების შესახებ წერს

იმედი|imedinews.ge

ამერიკული მედია ირანში 3 აპრილს ჩამოგდებული F15 E-ს ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დეტალებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2 სატრანსპორტო სამხედრო თვითმფრინავი, რომლებითაც ირანში გადარჩენილი მფრინავი და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავდათ, ქვეყნის შიგნით შეფერხდა და მათი აფეთქება გახდა საჭირო, რომ საჰაერო ხომალდები ირანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში.

The New York Times-ი წერს, რომ ეკიპაჟის წევრის და სხვა სამხედროების გამოსაყვანად შტატებმა დამატებით 3 თვითმფრინავი გააგზავნა. სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩენილი სამხედრო სამკურნალოდ ქუვეითში გადაიყვანეს.

ინფორმაცია მფრინავის გადარჩენის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია