მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა

INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა

იმედი|imedinews.ge

ახალი გამოკითხვის თანახმად, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ამჟამად ქვეყნის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა.

კომპანია INSA-ს მიერ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის ჩატარებული ყოველკვირეული გამოკითხვის მიხედვით, პარტიის მხარდაჭერა ამჟამად 26%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა.

კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) მხარდაჭერა 1%-ით შემცირდა და 25%-ს გაუტოლდა, ხოლო მისი კოალიციური პარტნიორი - „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) 13%-ზეა.

სხვა ოპოზიციური პარტიების, „მწვანეებისა“ და „მემარცხენეების“ მაჩვენებლები უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12%-სა და 11%-ს შეადგენს.

ამჟამად AfD სიდიდით მეორე პარტიაა გერმანიის პარლამენტში. Deutsche Welle წერს, რომ პარტია წარმატებით იყენებს საზოგადოების მზარდ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური სტაგნაცია, სამუშაო ადგილების მზარდი შემცირება სამრეწველო სექტორში და ენერგიის მაღალი ფასები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე „UniverCity“ განთავდება

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე „UniverCity“ განთავდება

იმედი

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

იმედი

კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა

კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა

იმედი

ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო

ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო

იმედი