მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა

რომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა

იმედი|imedinews.ge

კათოლიკური ეკლესიის პონტიფექსის რანგში თავისი პირველი სააღდგომო მესის ჩატარებისას, რომის პაპმა ლევ XIV-მ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

„ვინც იარაღს ფლობს - დაყაროს ის! ვისაც ომების გაჩაღება შეუძლია - აირჩიოს მშვიდობა!“ - განაცხადა რომის პაპმა, როდესაც ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან მორწმუნეებს ტრადიციული სააღდგომო ქადაგებით მიმართა.

მან აღნიშნა, რომ მშვიდობა მიღწეული უნდა იყოს არა ძალით, არამედ დიალოგით. ქადაგებას მოედანზე შეკრებილი დაახლოებით 50 000 მორწმუნე უსმენდა.

პონტიფექსის თქმით, ადამიანები ეჩვევიან ძალადობას, ეგუებიან მას და გულგრილნი ხდებიან ათასობით ადამიანის სიკვდილის, ასევე იმ სიძულვილისა და განხეთქილების მიმართ, რომლებსაც კონფლიქტები თესავს. „ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ გულგრილობა! და ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ბოროტებას!“ - განაცხადა პაპმა.

ამასთან, ის მორწმუნეებს 10 ენაზე მიესალმა, მათ შორის არაბულად, ჩინურად და ლათინურად, რითაც აღადგინა პრაქტიკა, რომელზეც მისმა წინამორბედმა, ფრანცისკემ უარი თქვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე „UniverCity“ განთავდება

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე „UniverCity“ განთავდება

იმედი

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

იმედი

კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა

კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა

იმედი

ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო

ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო

იმედი