AP: აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა 4 დოლარს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის შემდეგ

AP: აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა 4 დოლარს გადააჭარბა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის შემდეგ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში ერთ გალონ ბენზინზე ფასი 4 დოლარს გადასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საწვავის ფასის ზრდის მიზეზი ირანთან მიმდინარე ომი და საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული გაურკვევლობაა.

ახლა ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი გალონი ბენზინის ფასი 4,02 დოლარია, რაც ომის დაწყებამდე არსებულ ფასებს ერთი დოლარით აღემატება.

ბოლოს ამერიკელი მძღოლები ბენზინში ასეთ ფასს ოთხი წლის წინ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებისას იხდიდნენ, წერს სააგენტო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია