კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

„ძვირფასო ევროპელო მეგობრებო, კაია კალას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში“, - განაცხადა სიბიგამ, რომელიც ევროპულ დელეგაციას კიევის რკინიგზის სადგურში დახვდა.

ევროპული დელეგაცია კიევს ოთხი წლის წინ ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილი ადამიანების მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით ეწვია.

„ჩვენ დღეს ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის სამწუხარო წლისთავს აღვნიშნავთ. იმ დღეს ნაწამები სამოქალაქო პირების გავრცელებულმა სურათებმა მთელი მსოფლიო შეძრა. დღეს ასეთი ძლიერი ევროპული წარმომადგენლობა არის დემონსტრირება იმისა, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ მხეცობაზე სამართლის ზეიმი გარდაუვალია“, - დასძინა სიბიგამ.

კალასის გარდა კიევში ჩავიდნენ გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, იტალიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია