
Euractiv: უკრაინის გადაწყვეტილებამ არ შეუშვას ევროკავშირის მისია ნავთობსადენ „დრუჟბას“ შესამოწმებლად, ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობა და იმედგაცრუება გამოიწვია
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ არ მისცეს უფლება ევროკავშირის სპეციალისტებს დაათვალიერონ ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობით უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობს იღებენ, ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობა და იმედგაცრუება გამოიწვია. სტატიას ამ შინაარსით Euractiv-ი ავრცელებს.
„უჭკუო“, „გამოცანა“ და „გაურკვეველი“ - ამ ტიპის სიტყვებს იყენებენ ევროპელი დიპლომატები კიევის მოქმედებების აღსაწერად, რომელმაც ინსპექტორთა ჯგუფს ნავთობსადენის შემოწმების უფლება არ მისცა.
„არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, რა როლს თამაშობს ამ საქმეში უკრაინა“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.
Euractiv-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საინსპექციო ჯგუფი, რომელსაც ევროკომისია ხელმძღვანელობს, რამდენიმე კვირაა უკრაინაში იმყოფება და კიევის ნებართვას ელოდება, რათა ნავთობსადენი დაათვალიეროს.
თავის მხრივ, უნგრეთმა დაბლოკა 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. გამოცემის თანახმად, 19 მარტს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა გააკრიტიკეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წარსული შეთანხმებების დარღვევის გამო, თუმცა, ახლა კიევის მიმართ მოთმინებაც იწურება.
იმედი
წყარო: imedinews.ge