
ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა და ახალი ხელისუფლება წინაზე უფრო ბრძენი უნდა იყოს.
როგორც პენტაგონში გამართული პრესკონფერენციის დროს მან აღნიშნა, ირანის ხელისუფლებამ სიბრძნე უნდა გამოიჩნოს და აშშ-თან გარიგება დადოს.
„თუ ირანი სიბრძნეს გამოიჩენს, ის გარიგებას დადებს. ტრამპი არ იტყუება და უკან არ იხევს. შეგიძლიათ ხამენეის ჰკითხოთ. ირანის ახალ რეჟიმს ეს უნდა ესმოდეს. რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა. ახალი რეჟიმი წინაზე ბრძენი უნდა აღმოჩნდეს. ტრამპი გარიგების დასადებად მზად არის და პირობები მათთვის ცნობილია“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
პენტაგონის შეფმა აგრეთვე აღნიშნა, რომ, თუ ირანი გარიგებისთვის მზად არ არის, მაშინ თავდაცვის დეპარტამენტი საკუთარ საქმიანობას უფრო მეტი ინტენსივობით გააგრძელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge