
ჰეგსეტი: აშშ ბომბებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ვიდრე ირანი თავის ამბიციებზე უარს არ იტყვის
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ „ბომბებით აწარმოებს მოლაპარაკებებს“, ვიდრე ირანი თავის ამბიციებზე უარს არ იტყვის.
„ჩვენთვის ბევრად სასურველია შეთანხმების მიღწევა. თუ ირანი მზად იქნება, უარი თქვას იმ რესურსებსა და ამბიციებზე, რაც გააჩნია... ეს არის მიზანი. ჩვენ არ გვსურს იმაზე მეტი სამხედრო ძალის გამოყენება, ვიდრე საჭიროა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.
„ჩვენი ამოცანაა, ვაიძულოთ ირანი გააცნობიეროს, რომ ამ ახალი რეჟიმისთვის, მმართველი რეჟიმისთვის, მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ ისინი ამ შეთანხმებას დათანხმდებიან“, - დასძინა მან.
თეირანთან მოლაპარაკებების ზოგად პროგრესზე დასმულ კითხვაზე მან პასუხისმგებლობა აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფს გადააბარა: „ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენი მომლაპარაკებელი გუნდის გვერდით - ყოველთვის მზად ვართ, ისინი კიდევ უფრო ხელსაყრელ პოზიციაში ჩავაყენოთ“.
იმედი
წყარო: imedinews.ge