ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს

ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს.

ორბანის თქმით, უნგრეთი არ დაუშვებს ხელისუფლებაში ასეთი ძალების მოსვლას, რადგანაც ქვეყანას ეროვნული მთავრობა სჭირდება.

„როდესაც ზელენსკი საუბრობს იმაზე, თუ როდის აღდგება ნავთობსადენის მუშაობა, ყოველთვის ახსენებს არჩევნების შემდგომ პერიოდს, რადგანაც იმედი აქვს, რომ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა მოვა და „დრუჟბის“ აღდგენის საკითხი დღის წესრიგში აღარ იქნება. თუ ამ ნავთობსადენს ჩაგვიხსნიან, უნგრელებს მოუწევთ იმდენივეს გადახდა, რამდენსაც სხვა ევროპული ქვეყნები იხდიან. ჩვენ არ დავუშვებთ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის ფორმირებას, რადგანაც უნგრეთს ეროვნული მთავრობა სჭირდება“, - განაცხადა ორბანმა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია