
პიტ ჰეგსეტი: ირანს არცერთი გარემოების გათვალისწინებით, ბირთვული იარაღი არ ექნება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში გამართული ტრადიციული ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ირანს არცერთი გარემოების გათვალისწინებით, ბირთვული იარაღი არ ექნება.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმება, რომელიც მისაღები იყო, როგორც თეირანისთვის, ისე ვაშინგტონისთვის, ითვალისწინებს იმას, რომ ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ იარაღს არ შექმნის.
„მათ [ირანელებმა] იციან, რომ არასდროს, არცერთი გარემოების გათვალისწინებით ბირთვული იარაღი არ ექნებათ. პირობების თანახმად, ნებისმიერი ბირთვული მასალა, რომლის ქონის უფლება მათ არ აქვთ, გატანილი იქნება. მათი ობიექტები მიწაშია ღრმად ჩაფლული და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ტრამპმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა: ირანის ბირთვული იარაღი არ იარსებებს. წერტილი“, - თქვა ჰეგსეტმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge