
პაკისტანის პრემიერი: კონფლიქტის ზონის რამდენიმე წერტილში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის სულისკვეთებას
იმედი|imedinews.ge
კონფლიქტის ზონის რამდენიმე წერტილში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის სულისკვეთებას, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.
„მთელი გულით და გულწრფელად მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და პატივი სცენ ორკვირიან ზავს, როგორც ეს შეთანხმებული იყო, რათა დიპლომატიამ შეძლოს წამყვანი როლის შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე“, - აღნიშნა პაკისტანის მთავრობის მეთაურმა.
TWITTER POST
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge