მარკ რუტე: დონალდ ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატოს მრავალი მოკავშირით იმის გამო, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ირანის წინააღმდეგ ომს იმ დონემდე, რამდენადაც მას სურდა

მარკ რუტე: დონალდ ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატოს მრავალი მოკავშირით იმის გამო, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ირანის წინააღმდეგ ომს იმ დონემდე, რამდენადაც მას სურდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატოს მრავალი მოკავშირით, იმის გამო, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ირანის წინააღმდეგ ომს იმ დონემდე, რამდენადაც მას სურდა, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც რუტემ აღნიშნა, ნატოს ზოგიერთმა წევრმა გამოცდა ვერ ჩააბარა და მისთვის თეთრი სახლის ლიდერის იმედგაცრუება გასაგებია, თუმცა ბევრი ევროპული ქვეყანა სხვა გზებით დაეხმარა შეერთებულ შტატებს, მათ შორის, ლოგისტიკის, საჰაერო მიმოსვლის, ბაზებითა და სხვა სახის მხარდაჭერის უზრუნველყოფით.

რუტემ არ უპასუხა შეკითხვას, დააყენა, თუ არა ტრამპმა შეხვედრისას ალიანსიდან გასვლის საკითხი.

„იმედგაცრუება აშკარაა, მაგრამ იმავდროულად ის ყურადღებით ისმენდა ჩემს არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რა ხდება. ევროპის დიდი ნაწილი მხარს უჭერს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, როცა საქმე ეხება ირანის შესაძლებლობის მოშლას“, - განაცხადა რუტემ CNN-თან ინტერვიუს დროს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია