
სენატორი ლი: ნატოდან ჩვენი გამოსვლა დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯია. ნატომ თავისი თავი ამოწურა
სენატორი მაიკ ლი ამერიკის შეერთებული შტატების ნატოდან გასვლას ემხრობა. ამერიკელი კანონმდებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშინგტონს ალიანსი დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინა.
ლის თქმით, ნატომ თავისი თავი ამოწურა, ვინაიდან ის საფრთხე, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შექმნისას არსებობდა, 76 წლის თავზე აქტუალური აღარ არის. სენატორმა აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო წარუდგინა გასულ წელს კონგრესს საკანონმდებლო აქტი არასანდო ორგანიზაციის - ანუ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ.
„ნატოდან ჩვენი გამოსვლა დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯია. ნატომ თავისი თავი ამოწურა. ის საფრთხეები, რომლებიც მისი დაარსებისას არსებობდა, 76 წლის შემდეგ რელევანტური აღარ არის. ევროპა ათწლეულების განმავლობაში ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე ინარჩუნებს საკუთარ უსაფრთხოებას და სანაცვლოდ ძალიან ცოტას სთავაზობს“, - წერს სენატორი.
იმედი
წყარო: imedinews.ge