
პესკოვი: პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია
იმედი|imedinews.ge
კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დღეის მდგომარეობით, უმაღლეს მთავარსარდალს [პუტინს] არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარტის ბოლოს რუსეთს სააღდგომო ზავის გამოცხადება შესთავაზა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge