
კალასი: ისრაელის დარტყმებმა ლიბანში გასულ ღამეს ასობით ადამიანი იმსხვერპლა, რაც ართულებს იმის მტკიცებას, რომ ასეთი მკაცრი ქმედებები თავდაცვის ფარგლებში ჯდება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს თავდასხმები ლიბანში.
მისი განცხადებით, ეს ქმედებები სცილდება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ თავდაცვის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
„ჰეზბოლამ“ ლიბანი ომში ჩაითრია, თუმცა ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, არ ამართლებს ასეთი მასშტაბური ნგრევის მიყენებას“, - დაწერა კალასმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „ისრაელის დარტყმებმა გასულ ღამეს ასობით ადამიანი იმსხვერპლა, რაც ართულებს იმის მტკიცებას, რომ ასეთი მკაცრი ქმედებები თავდაცვის ფარგლებში ჯდება“.
ეს კრიტიკა მოჰყვა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ოთხშაბათს ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 203 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულმა ფაქტმა გააძლიერა ზეწოლა ისრაელზე, რათა მან დაასრულოს თავისი კამპანია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.
იმედი
წყარო: imedinews.ge