
NBC News: ტრამპმა ნეთანიაჰუს ლიბანზე იერიშების შემცირება სთხოვა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანზე იერიშების შემცირება სთხოვა, რათა ხელი შეუწყოს ირანთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამაც და ისრაელმაც აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება, ისრაელი დათანხმდა, იყოს „სასარგებლო პარტნიორი“.
ამავე წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ნეთანიაჰუმ საჯაროდ დადო პირობა, რომ ლიბანზე ძლიერ დარტყმებს განაგრძობდა. ირანელი მაღალჩინოსნები იერიშებზე პასუხითა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებით იმუქრებიან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge