
ნეთანიაჰუ: ისრაელი ლიბანთან გამართავს პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანი „ჰეზბოლას“ განიარაღებაა
იმედი|imedinews.ge
ისრაელი ლიბანთან მოლაპარაკებებს რაც შეიძლება მალე დაიწყებს, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.
„იმის გათვალისწინებით, რომ ლიბანმა არაერთხელ მოგვმართა ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით“, - აცხადებს ნეთანიაჰუ, - „მე გუშინ კაბინეტს მივეცი მითითება, რომ ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყონ.“
მოლაპარაკებების „მთავარი ფოკუსი „ჰეზბოლას“ განიარაღება და ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება იქნება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge