
მერცი: ჩვენ არ გვსურს, მე არ მსურს, რომ ნატო დაიშალოს - ნატო ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მანამ, სანამ ირანში ომი არ დასრულდება.
„ჩვენ მზად ვართ დახმარება გავწიოთ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ“, - განაცხადა მერცმა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ გერმანიის მხრიდან ამ ნაბიჯის გადასადგმელად ორი წინაპირობა არსებობს“, - განაგრძო კანცლერმა და დასძინა, რომ ქვეყნის საგარეო სამხედრო ოპერაციების წესების თანახმად, გერმანიას დასჭირდება „საერთაშორისო მანდატი, სასურველია გაეროს უშიშროების საბჭოსგან“ და „გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუცია“.
„სწორედ ამიტომ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენგან არანაირ გადაწყვეტილებას არ უნდა ელოდოთ“, - თქვა მერცმა.
კანცლერმა ხაზი გაუსვა სიმშვიდის შენარჩუნების აუცილებლობას და ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ არ გვსურს - მე არ მსურს - ნატო დაიშალოს. ნატო ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა, მათ შორის და განსაკუთრებით ევროპაში. ჩვენ აქ ცივი გონების შენარჩუნება უნდა განვაგრძოთ“.
იმედი
წყარო: imedinews.ge