მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Berliner Zeitung: სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება - მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?
Berliner Zeitung: სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება - მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?

Berliner Zeitung: სასუქი სულ უფრო დეფიციტური ხდება - მიმართავს თუ არა გერმანია ისევ რუსეთს?

იმედი|imedinews.ge

ირანის კრიზისი არა მხოლოდ ნავთობით ვაჭრობაზე მოქმედებს, არამედ სოფლის მეურნეობაზეც, - წერს გერმანული გამოცემა, Berliner Zeitung-ი და აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, გლობალურ ბაზარზე მილიონობით ტონა სასუქის ნაკლებობაა.

ამ ვითარებაში კი, რუსეთს, რომელიც Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოში სასუქის წარმოების სიდიდით მეორე ქვეყანაა, დეფიციტის აღმოფხვრის პროცესში ჩართვა სურს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიისთვის: სულ რამდენიმე თვის წინ, როგორც Berliner Zeitung-ი იტყობინება, ფედერაციულმა რესპუბლიკამ დიდი რაოდენობით რუსული სასუქი შემოიტანა. თუმცა, 2025 წლის ივლისიდან, რუსეთიდან სასუქების იმპორტზე ევროკავშირის ტარიფები მოქმედებს - ნაწილობრივ იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის ირიბი დაფინანსება.

„თუმცა, გასულ შემოდგომაზე ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტარიფები შეიძლება გადაიდოს, თუ ფასები ძალიან მკვეთრად გაიზრდება. ეს დელიკატურ კითხვას ბადებს: შეუძლია თუ არა გერმანიას, ირანის კრიზისის გათვალისწინებით, კვლავ დაუბრუნდეს იაფ რუსულ სასუქს?“, - წერს გამოცემა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი განცხადებით, უახლოესი რამდენიმე თვე უკრაინისთვის განსაკუთრებულად რთული იქნება

ზელენსკი განცხადებით, უახლოესი რამდენიმე თვე უკრაინისთვის განსაკუთრებულად რთული იქნება

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე   მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

აბაშიშვილი: გლობალურ ზრდაზე ნეგატიურად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, საქართველო კი კვლავ ინარჩუნებს მაღალ, მდგრად ზრდას, რაც განპირობებულია საქართველოს სწორი და დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკით

სტარმერმა და ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს

სტარმერმა და ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს

იმედი