POLITICO: ტრამპი რუტეს შეხვედრის დროს შეურაცხყოფას აყენებდა და ნატოს უმოქმედობაში ადანაშაულებდა

POLITICO: ტრამპი რუტეს შეხვედრის დროს შეურაცხყოფას აყენებდა და ნატოს უმოქმედობაში ადანაშაულებდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის დროს ალიანსის მოკავშირეები გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო ის საპასუხო ზომებს განიხილავს. ინფორმაციას POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველაფერი გაფუჭდა. საუბარი შეურაცხყოფების კორიანტელად იქცა“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა.

კიდევ ერთმა წყარომ POLITICO-ს უამბო, რომ ტრამპი საპასუხო ზომების გატარებით დაიმუქრა. როგორც შეხვედრაზე ნამყოფმა ორმა წყარომ უამბო გამოცემას, „შეიქმნა შთაბეჭდილება“, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოკავშირეებისგან ჰორმუზის სრუტის სწრაფ გახსნას ელის.

თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპს რუტესთან მოლაპარაკებების დროს ალიანსისთვის არავითარი მოთხოვნა არ წაუყენებია.

მეორე ევროპელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრა იყო დროული და მიუხედავად დაძაბულობისა, ტრამპს „ორთქლის გამოშვების“ საშუალება მისცა. წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ ტრამპის მხრიდან მოკავშირეების მისამართით „არავითარი მუქარა არ გაჟღერებულა“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია